wishlist

ბამის (ოკრა) თესლი - Okra (Ablemoschus Esculentus) - 20 ც.

ბოსტნეულის თესლი
4.5b 3.0b

ბამი (ოკრა) არის მცენარე ბალბისებრთა ოჯახიდან. სადავოა წარმოშობის ადგილი, ესაა დას. აფრიკა, ეთიოპია თუ სამხ. აზია; იგი გაშენებულია მსოფლიოს ტროპიკულ, სუბტროპიკულ და თბილ ზომიერ რეგიონებში. ღია გრუნტში თესვა ან ნერგების გადარგვა უნდა მოხდეს როცა საშუალო ტემპერატურა იქნება 16 °C. სავეგეტაციო პერიოდი 55 დღეა. ბამის ყვავილები ძალიან ლამაზი და დეკორატიულია. აყვავების შემდეგ ვითარდება ნაყოფი, რომელიც უნდა დაიკრიფოს სანამ ნოჩია და მტვრევადი, თუ ნაყოფი გამაგრდება, ის აღარ არის შესაფერისი მოხმარებისთვის. შესანიშნავია ნედლად სალათში, მოხარშული ან შემწვარი, ასევე დამარინადებული. შეიცავს ბევრ ვიტამინს (A, C, B6), კალციუმს, თუთიას, კალიუმს და ფოლიუმის მჟავას.




მსგავსი პროდუქცია

to-top