×
ბოსტნეულის თესლები
  • კოლრაბის თესლი - ვენერ ბლუ (Wener Blue) – 25 ც.

    2.5 3
    დეტალური აღწერა:

    მეწამული ფერის კოლრაბი ვენერ ბლუ მიეკუთვნება ძვირფას კომბოსტოს ბოსტნეულს. გამოირჩევა დამახასიათებელი, რბილი და სასიამოვნოდ ხრაშუნა ტექსტურით. ბოლქვის შეფერილობა გარედან მეწამულია, მაგრამ შიგთავსი მოკრემისფრო თეთრია, წვნიანი და ძალიან გემრიელი. ბოლქვის წონა 150-200 გრამია. გამოიყენება როგორც უმად, ცალკე საჭმელად ან სალათების სახით; ასევე მოხარშული სახით კერძებში და სუპებში. იგი მიეკუთვნება ყველაზე სასურველ კოლრაბის ჯიშს. მოსავლის აღება შესაძლებელია გაზაფხულზე, თუმცა შემოდგომაზეც კარგ მოსავალს იძლევა. ეს კოლრაბი საშუალოდ ადრეული კულტურაა, ვეგეტაციის პერიოდი დათესვიდან 50-55 დღე.

    ითესება საჩითილედ: ივნისი - ივლისი

    გადარგვა: ივლისი - აგვისტო

    მოსავლის აღება: სექტემბერი - დეკემბერი

     

     

    გაზიარება:

    ფასი
    2.5
    ძველი ფასი
    3
    ქვეყანა
    იტალია