×
ბოსტნეულის თესლები
  • ფიზალისის თესლი - დიდი ყვითელი (Gialo Grosso) - 35 ც.

    3 4
    დეტალური აღწერა:

    ფიზალისი ყვავილოვანი მცენარეა ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან, რომლებიც იზრდება ზომიერად თბილ  და სუბტროპიკულ რეგიონებში. სახეობების უმეტესობა - 46 სახეობა მექსიკის ენდემია (დაახლ.75-90 სახეობიდან). ნაყოფს გარედან ნაწილობრივ ან სრულად ფარავს ქარალდის მსგავსი ქერქი. ნაყოფი არის პატარა, მრგავლი ფორმის, ყვითელი და ფორთოხლისფერი. 

    ყველა სახეობა არ გამოიყენება საკვებად. შერჩეული სახეობები გაშენებულია საკვებად, გამოიყენება როგორც ხილი. ტიპიური ფიზალისის ხილს აქვს მყარი პომიდვრის მსგავსი სტრუქტურა და დაჰყვება მარწყვის ან ანანასის არომატი, მსუბუქი მჟავიანობით. ეს ხილი მდიდარია კრიპტოქსანტინით. ხილის გამოყენება პომიდვრის მსგავსად შეგიძლიათ,  როგორც ცალკე ნედლად, ასევე სალათებში. ზოგიერთი ჯიში გამოიყენება დესერტებში, იყენებენ არომატიზატორად, ამზადებენ ხილის კონსერვებს, ან აშრობენ ქიშმიშის მსგავსად.

    ეს საკვები ჯიში იზრდება 100 სმ სიგრძის, სწორმდგომი და კარგად განტოტვილია. ნაყოფს აქვს ხანგრძლივი შენახვის დრო, თუ ინახება ქერქით.
    საჭიროებს პომიდვრის მსგავსი კულტივაციას.

    თესვა:  იანვარ-თებერვალი (შენობაში), აპრილი-მაისი (ღია გრუნტში), დაშორება - 100 სმ.
    მოსავლის აღება: აგვისტო - სექტემბერი.

    გაზიარება:

    ფასი
    3
    ძველი ფასი
    4
    ქვეყანა
    იტალია
    პროდუქტის კოდი
    2003