×
ბოსტნეულის თესლები
  • სატაცურის თესლი - მერი ვაშინგტონი (Mary Washington) - 20 ც.

    3.5 4.5
    დეტალური აღწერა:

     

    მერი ვაშინგტონი სატაცურის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და  გავრცელებული ჯიშია. ეს მრავალწლიანი მცენარე იზრდება 150 სმ-მდე. იკრიფება გაზაფხულზე. ფესვურადან იკეთებს მწვანე შუბის ფორმის ამონაზარდებს მეწამული/მწვანე წვერით, რომელიც უნდა მოიჭრას მიწასთან ახლოს.
    ითესება საჩითილედ. შემდეგ წელს გადაიტანეთ მისთვის განკუთვნილ მუდმივ ადგილზე. ფესვების დარგვა შესაძლებელია გაზაფხულის შემოსვლისთანავე, ასევე პირველი შემოდგომის ყინვამდე 4-6 კვირით ადრე. მოსავალს იძლევა მეორე წლიდან მცირე რაოდენობით და რომელიც შემდეგ რეგულარულად იზრდება. მდიდარია ვიტამინებით, აქვს შესანიშნავი გემო. გამოიყენება როგორც ნედლი, ასევე თერმულად მომზადებული. ითვლება გურმანების საყვარელ საკვებად.

     

    გაზიარება:

    ფასი
    3.5
    ძველი ფასი
    4.5
    ქვეყანა
    იტალია